სასწავლო პლატფორმა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბავშვებთან გასაუბრების მოკლე ტრენინგზე!

ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს practically-ს იმ ბავშვებთან მუშაობაში, რომლებმაც განიცადეს ძალადობა ან არასათანადო მოპყრობა.

ტრენინგი შედგება ორი ნაწილისგან:

- ინტერაქტიური სესიები

- ვიდეოტრენინგი

ვიდეოტრენინგი შედგება ათი რამდენიმეწუთიანი ვიდეორგოლისგან, რომლებიც მოიცავენ ძირითად ინფორმაციას ბავშვებზე ძალადობისა და მათთან გასაუბრების შესახებ. ყოველი ვიდეორგოლის შემდეგ, შინაარსიდან გამომდინარე, წარმოდგენილია ორი შეკითხვა, რომელთაგან ერთი სწორია, მეორე კი - მცდარი.

ვიდეორგოლების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ რამდენიმე კითხვით ვეცდებით შევაფასოთ, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ტრენინგი თქვენს პროფესიულ ჯგუფს.

ტრენინგში მონაწილეობით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი ანონიმური პასუხები გამოყენებულ იქნეს როგორც ტრენინგის შესაფასებლად, ისე მომავალი პუბლიკაციებისთვის, რომლებიც დაფუძნებული იქნება ტრენინგის ფარგლებში შეგროვებულ ინფორმაციაზე.

ტრენინგი მომზადებულია პროექტის - Ensuring child-friendly justice through effective operation of the Barnahus-units in Finland - ფარგლებში, ნაწილობრივ, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებით. პროექტის დაფინანსება და განხორციელება უზრუნველყო ევროსაბჭომ, ევროპის კომისიის სტრუქტურული განახლების მხარდასაჭერ მთავარ განყოფილებასთან (DG REFORM) თანამშრომლობით. ტრენინგის შინაარსი შეიმუშავეს: რასმუს ალგრენმა, ტაცურო იბემ, იულია კორკმანმა, მარიანე მეანპეამ და პეკა სანტილამ. ტრენინგის ადაპტაცია საქართველოსთვის უზრუნველყო ევროსაბჭოს პროექტმა „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“. ადაპტირებული ტრენინგის ავტორები არიან: მოსამართლე მადონა მაისურაძე და პეკა სანტილა. ტრენინგის მასალებში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს ევროსაბჭოს პოზიციას.

🎓 თქვენი შედეგები

📊 პრე-ტესტი
0/0 — 0%
🎥 ვიდეო კითხვები
0/0 — 0%
🏁 ფინალური ტესტი
0/0 — 0%

ბავშვზე ძალადობა, როგორც მოვლენა/დანაშაული

ბავშვზე სექსუალური ძალადობა

ძალადობის ფაქტის შეტყობინების ვალდებულება და კონსულტაცია

ბავშვის მონაყოლის საფუძველზე აღძრული ეჭვები ძალადობაზე

ბავშვის საქციელით ან გარემოებებით აღძრული ეჭვი

ბავშვთან გასაუბრება შეზღუდულ დროში

ბავშვთან გასაუბრება, როცა გვაქვს მოსამზადებელი დრო

გასაუბრების წარმართვა და დასმული კითხვების მნიშვნელობა

ბავშვზე ზეგავლენა საუბრისას

ბავშვის მოსმენისა და რეაგირების შემდეგი ეტაპი